Wednesday, July 18, 2018

ტრენინგის მე-9 დღე

დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი ტრენინგი. დღევანდელი დღე ასევე დატვირთული და ნაყოფიერი იყო.გავიმეორეთ ნასწავლი მასალა. გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. მივიღეთ გარკვეული სახის შენიშვნები და ინსტრუქციები ტრენერისაგან
მადლობა ქალბატონ მანანას ყველაფრისათვის.

Tuesday, July 17, 2018

ტრენგის მე-8 დღე
დავუთმეთ პროცედურებზე მუშაობას, სხვადასხვა ფერებით მოვნიშნეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკით გათვალისწინებული აქტივობები. ჩავასწორეთ და
 დავამუშავეთ პროექტის პროცედურები, შევადგინეთ გუგლკითხვარი ჩვენი პროექტისათვის.

Saturday, July 14, 2018

ტრენინგის მე-7 დღე.
გავეცანით გარდნერის თეორიების გამოყენებას სასწავლო პროცესში
შევედით მე-6 მოდულში გავეცანით კითხვარს მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ. განვიხილეთ ხარაჩოები. ვისწავლეთ ფანჯრების დამატება და ა.შ.

Thursday, July 12, 2018


დღე მეექვსე
 დღევანდელი დღეც, ისევე როგორც ყოველი დღე დატვირთული და მრავალფეროვანი იყო.
განვიხილეთ მე-5 მოდული.გადმოვტვირთე განმავითარებელი შეფასების რუბრიკა.ასევე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.ვისწავლეთ პროცედურებში თუ როგორ გავწეროთ ჩვენი პროექტის მიმდინარეობა,როგორ გავაფერადოთ თითოეული პუნქტი, სხვადასხვა ფერით.

Tuesday, July 10, 2018

nmuj9ujn0
    დატვირთული და ნაყოფიერი იყო ტრენინგის მეექვსე დღე. გავეცანით როგორი უნდა იყოს უკუკავშირი,რა არის საავტორო უფლება და როგორ უნდა იყოს საავტორო უფლება
დაცული.ვიმუშავეთ პოვერპოინტში,გავაფორმეთ ჩვენი პროექტი, როგორ ვიპოვოთ სურათის საიტი.

წელიწადის დროები

Saturday, July 7, 2018

წავიკითხეთ საშინაო დავალება, გავეცანით შეფასების ფორმებს,სლაიდშოუში გავაფორმეთ პროექტის გეგმა. კარგათ გავეცანით პროექტის მიზნებს და მისგან გამომდინარე როგორ დავწეროთ აქტივობები.

Thursday, July 5, 2018

 დატვირთული და ნაყოფიერი იყო ტრენინგის მესამე დღე.შევედით ეროვნული გეგმის პორტალზე. პროექტში შევიტანეთ სტანდარტები და სასწავლო მიზნები. გავხსენით დრაივში ჩვენი საქაღალდე. რაც საშუალებას მოგვცემს სახლშიც ვიმუშაოთ. მიზნები იწერება ინდიკატორების შესაბამისად. წავიკითხეთ სხვადასხვა სახის კითხვები.

Thursday, June 28, 2018

გავეცანით ერთმანეთს,ვისწავლეთ viewer-ზე შესვლა, საჭირო ინფორმაციის მონიშვნა და შენახვა,ბლოგზე შესვლა, შევედით პროექტის გეგმაში, წავიკითხეთ რომეო და ჯულიეტა.